суббота, 7 декабря 2013 г.

გაკვეთილი 6

დღევანდელი  გაკვეთილი დაეთმო შეფასებებს.
დავასრულეთ სქემა „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“.
ბოლოს კიდევ ერთხელ მოვახდინეთ ჯგუფების პრეზენტაციების შეფასება და განვიხილეთ მოსწავლეთა ბლოგები;მოვახდინეთ ამ ბლოგების შეფასება სქემის მიხედვით.ასევე რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გავაკეთეთ პროექტის საბოლოო შეფასება.


გაკვეთილი 5

დღეს ვითამაშეთ მათემატიკური თამაში "საიდუმლო კუნძული".ძალიან საინტერესო,სახალისო და აზარტული იყო.

გაკვეთილი 4

დღევანდელი გაკვეთილი დაეთმო მოსწავლეთა ჯგუფების პრეზენტაციებს.ჩემმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია წილადების შესახებ.
ასევე,ინტერნეტში მოვიძიეთ წილადების შექმნის ისტორია-http://nrich.maths.org/2515



გაკვეთილი 3

ამ გაკვეთილზე ნანა მასწავლებელმა გაგვაცნო ჩვენი საშინაო დავალებების და შემაჯამებელი ტესტირების შედეგები.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი  გვესაუბრა პროექტის ფარგლებში გამოყენებული მათემატიკური თამაშის „საიდუმლო კუნძული“-ს აგებულებაზე და გვაჩვენა პრეზენტაცია თამაშის ძირითადი სიუჟეტის შესახებ.
გაკვეთილის დასასრულს ვითამაშეთ მარტივი კომპიუტერული თამაში  http://www.amblesideprimary.com/ambleweb/mentalmaths/fractotron.html

გაკვეთილი 2

დღევანდელი გაკვეთილი დაეთმო შემაჯამებელ სამუშაოს ათწილადებსა და წილადებზე.

გაკვეთილი 1

დღევანდელ გაკვეთილზე გავიხსენეთ ათწილადების და წილადების შეკრება-გამოკლება,გამრავლება-გაყოფა.ასევე,გავიხსენეთ ათწილადების 10-ზე,100-ზე,1000-ზე და ა.შ.გამრავლება-გაყოფა. გავიმეორეთ ათწილადების დამრგვალება,ათწილადის გადაქცევა წილადად და პირიქით; ასევე განვიხილეთ ათწილადებისა და წილადების შედარება და საშუალო არითმეტიკული.
მასწავლებელმა გვაჩვენა პატარა პრეზენტაცია წილადებისა და ათწილადების შესახებ,ხოლო შემდეგ  მოგვცა საშინაო დავალება ამ თემებთან დაკავშირებით.
გაკვეთილის ბოლოს,კლასში შეიქმნა ჯგუფები,რომელთაც დაევალათ ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის გაკეთება წილადების ან ათწილადების შესახებ.ჩემს ჯგუფს წილადები ერგო.